ფეხბურთი

1:56 | 5.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით 6 ივნისიდან ივარჯიშებს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ავსტრიულ შეკრებაზე ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა.

ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, ლუკა ლოჩოშვილი და საბა ლობჟანიძე გუნდთან ერთად უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. გიორგი მიქაუტაძე ნაკრებს 5 ივნისს შეუერთდება. ჩვენი გუნდი 6 ივნისიდან სრული შემადგენლობით ივარჯიშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

0.115956