„ნიუკასლმა“ შესაძლოა, „ბარნლის“ მეკარე ჯეიმს ტრაფორდი დაიმატოს, რაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს ავტომატურად გამორიცხავს.
როგორც ბრიტანული მედია წერს, „კაჭკაჭებს“ სატრანსფერო ბაზარზე ეკონომიურად მუშაობა მოუწევთ, მამარდაშვილი კი ძალიან ძვირი ღირს. არც იმის შესახებ დადასტურდა ცნობა, რომ თითქოს მათ „ვალენსიას“ 41 მილიონი ევრო შესთავაზეს.
ტრაფორდი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ქართველი მეკარე და ამ ეტაპზე უფრო მეტი შანსია, რომ „ნიუკასლმა“ 21 წლის ინგლისელი შეიძინოს, ვიდრე მამარდაშვილი. თუმცა, ტრაფორდით ლონდონის „ჩელსიც“ ინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას „ნიუკასლის“ გარდა, ბოლო დროს „ჩელსის“ და „ატლეტიკოს“ უკავშირებდნენ.