საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ირის ანტმანის გუნდმა, თბილისში, კვიპროსის ნაკრები მინიმალური ანგარიშით, თეონა ბაქრაძის მე-13 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.
ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი 12 და 16 ივლისს, ბელარუსთან საკუთარ მოედანზე და სტუმრად ლიეტუვასთან გამართავს.