საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია სავარაუდოდ „პანეთოლიკოსს“ დატოვებს, ხოლო ჯიმი ტაბიძესთან კლუბის ხელმძღვანელობა კონტრაქტის განახლებას აპირებს.
როგორც ბერძნული მედია წერს, „პანეთოლიკოსში“ გადაწყვეტილება მიიღეს და შენგელიას ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ლევანი ბერძნულ კლუბში ბოლო ორი სეზონი თამაშობდა და 56 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
მანამდე ის „ლეუვენის“, „ქონიასპორის“, „დინამო თბილისის“, „დეჟონის“, „ტუბიცეს“, „კოლხეთის“, „ტორპედოს“ და „დილას“ რიგებში გამოდიოდა.
ჯიმი ტაბიძე „პანეთოლიკოსს“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა და ექვს მატჩში 1 გოლი გაიტანა. მან სეზონის ბოლო ნაწილში თავი კარგად წარმოაჩინა და კლუბმა მასთან კონტრაქტის განახლება გადაწყვიტა.