ფეხბურთი

19:18 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებმა მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში პორტუგალია 2:1 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა.

ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს საბა მაჩიტიძის დუბლით 2:1 აჯობეს, რითაც 4 ქულა დააგროვეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. საქართველო მანამდე სერბეთს დაუზავდა (2:2), ხოლო ბულგარეთთან დამარცხდა (0:2).

საქართველო საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდა და მერვედფინალში ითამაშებს.

0.151173