ფეხბურთი

19:52 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" შესაძლოა დუგლას ლუისი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსი“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველის, დუგლას ლუისის გაფორმებას აპირებს.

იტალიური მედიის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელს „ასტონ ვილას“ დატოვება სურს და თანახმაა კარიერა ტურინულ გრანდში გააგრძელოს. ტრანსფერის ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევროა.

„იუვე“ გარიგებაში ვესტონ მაკკენის ჩართვას აპირებს, სამხრეთამერიკელის ღირებულების შესამცირებლად. მაკკენი 20-25 მილიონად ფასობს და ბირმინგემელები მისით დაინტერესებული არიან.

დუგლას ლუისი „ასტონ ვილაში“ 2019 წლიდან თამაშობს და 204 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ჟირონას“, „მანჩესტერ სიტის“ და „ვასკო და გამას“ წევრი იყო.

0.112633