ფეხბურთი

17:12 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერჟიო კონსეისაომ "პორტუ" დატოვა

„პორტუს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სერჟიო კონსეისაომ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

25 აპრილს მან კლუბთან ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, სწრაფად შეიცვალა სიტუაცია და მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ხელმძღვანელობის მხრიდან ნდობის ნაკლებობა გახდა.

სერჟიო კონსეისაო „პორტუს“ 2017 წლიდან ედგა სათავეში, მანამდე კი, „ოლიანენსეს“, „აკადემიკას“, „ბრაგას“, „გიმარაეშის“ და „ნანტის“ მწვრთნელი იყო.

პორტუგალიელმა „პორტუს“ სამჯერ მოაგებინა პორტუგალიის ჩემპიონატი, ოთხჯერ თასი, ერთხელ ლიგის თასი და სამჯერ სუპერთასი.

0.115197