კილიან მბაპე მადრიდის „რეალისგან" ხელმოწერის ბონუსს 150 მილიონი ევროს ოდენობით მიიღებს - წერს ბრიტანული ონლაინ გამოცემა The Telegraph.
მბაპე „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა (პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლის 30 მაისს ამოეწურა). შეგახსენებთ, რომ 3 ივნისის, „სამეფო კლუბმა“ მბაპეს ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. კილიანმა „რეალთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
მბაპე მანამდე პსჟ-ში თამაშობდა. გასულ სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა გუნდში 48 მატჩი ჩაატარა, 44 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.