ფეხბურთი

10:20 | 4.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო უილიამსი „ბარსელონას“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

„ბარსელონას" ბილბაოს „ატლეტიკის" გარემარბის, ნიკო უილიამსის შეძენა სურს - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი კატალონიური კლუბის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა. „ბარსელონას" სპორტულმა დირექტორი დეკუ უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და თქვა, რომ ის „ყველაფერს გააკეთებს" გარიგების შესასრულებლად.

კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის ბასკებს უილიამსისთვის უფრო დიდი თანხა შესთავაზოს, ვიდრე კომპენსაციის პუნქტშია მითითებული, რათა „ატლეტიკი“ დათანხმდეს მის რამდენიმე ტრანშად განაწილებას. თუ ეს სქემა ბასკებს არ მოერგება, მაშინ კატალონიელები ზაფხულის განმავლობაში შეეცდებიან ფეხბურთელის შეძენას და მის სატრანსფერო თანხას ერთი გადახდით გადაიხდიან.

მიმდინარე სეზონში უილიამსმა ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.110835