ფეხბურთი

1:43 | 4.06.2024 | ნანახია NaN - ჯერ

გოჩოლეიშვილი: "გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობაა"

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობს.

3 ივნისს ნაკრებმა 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, გურამ კაშია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.

ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია გიორგი გველესიანს, რომელიც გუნდს გვიან ღამით შეუერთდა. ვარჯიშის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების და მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩის შესახებ გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრა:

"გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობაა. ვემზადებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. პირადად ჩემთვის, ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვოცნებობდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე.

ვარჯიშებზე სულ ასი პროცენტით ვიხარჯებოდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით მოახლოებული ტურნირისთვის, რომელიც ჩემთვის პირველი იქნება და ძალიან დიდ გამოცდილებას დავაგროვებ.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში დაგვეხმარება გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. შემდეგ უკვე მოვემზადებით გერმანიისთვის", - თქვა გოჩოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:39 | 05.02.2022
london (1032)

ამას დიდი ალბათობით ვარჯიშებზეც კი მაქსიმუმ 4-5 -ჯერ ექნება თავით ბურთი გატანილი

18:09 | 04.02.2022
football_truth (68)

ყარაულის თოფი

22:05 | 03.02.2022
ბაგი-რეი (2266)

))))))))))))))))
მე არ მინდა თქვენი ურა,
მე არ მინდა თქვენი ტაში,
ნეტა ის გამაგებინა,
ვინ გამარტყა ბურთი თავში.

09:55 | 03.02.2022
fidofido (3392)

რაღაცნაირი ფეხბურთელია თითქოს დიდი ვერაფერი მაგრამ ხანდახან გამოანათებს ხოლმე ჯარიმებიდანაც მახსოვს ამის ჩახვეულები. ხიმნასტიკში კარგი სეზონი ჰქონდა მაგრამ სევილიაში რისთვის გადავიდა მაგას ვერ მივხვდი

03:14 | 03.02.2022
ilia_juventus (2091)

რა იღბალაა. მხარში გაარტყეს ნუ რა ვქნა.. რაღაცნაირი ფეხბურთელია რა.. მიულერივითაა, თითქოს არაფერი მაგრამ.. კია ეგერ სადაცა ))

01:08 | 03.02.2022
O. Mertskhali (8101)

კაი გუნდი დადგა ჟილ ვისენტე და იმედია, დაეხმარება ეს იღბლიანი თამაში, თავის დამკვიდრებაში, აბუს..
ისე, დირიჟორობა მაგრად უყვარს.. ოღონდ, ხელებით დირიჟორობა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063984
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}