თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ იტალიასთან ამხანაგურ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ იმ შემადგენლობით აპირებს ათამაშოს გუნდი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გავა მოედანზე.
„შერეულ გუნდს ვათამაშებ, მაგრამ ისე აღარასდროს მოვიქცევი, როგორც ბოლო მატჩში ავსტრიასთან. დროა ის შემადგენლობა შევაჩვიო ერთმანეთთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს საქართველოსთან ჩაატარებს. თუმცა, აღარ არსებობს მხოლოდ 11 ფეხბურთელზე დაყრდნობის მეთოდი, როგორც ადრე, ახლა შეცვლებიც მეტია და თამაშის ტემპის გამოც გარდაუვალი იქნება უფრო მეტ მოთამაშეზე დაყრდნობა“, - თქვა მონტელამ.
იტალიასთან მატჩამდე კომენტარი ჰაკან ჩალჰანოღლუმაც გააკეთა, რომელმაც ასევე ისაუბრა საქართველოსთან შეხვედრაზე:
„ძალიან გვიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ვითამაშებთ, ისე ვიქნებით, როგორც სახლში. გვინდა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს წინააღმდეგ კარგად დავიწყოთ, რაც შემდეგ გზას გაგვიმარტივებს“, - თქვა ჩალჰანოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-თურქეთის მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება. თურქები 4 ივნისს, ბოლონიაში იტალიას ამხანაგურად გაეჯიბრებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვუყურე მაგ ვიდეოს და ასო "რ" არ ისმოდა,ან რა ვიცი,იქნებ პროვოკატორ ბაბუ ფლორენტინოს გულისხმობდნენ)
რა მაგარი მეკარეც არ უნდა იყო, ყოველთვის ნაბო***ად დარჩები. ყველა გუნდში და ყველა თამაშში გეტყობა ხოლმე ეგ.