ახლა უკვე ოფიციალურად: კილიან მბაპე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია! ესპანურმა გრანდმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი დაადასტურა.
მბაპემ „რეალთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა და მადრიდელებს უფასოდ შეუერთდა, რადგან „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
ფრანგი ვარსკვლავი სეზონში 20 მილიონ ევროს მიიღებს და ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. გარდა ამისა, კონტრაქტში გათვალისწინებულია ბონუსები, რაც გუნდურ და ინდივიდუალურ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. კილიანი "სამეფო კლუბში" დიდი ალბათობით, 9 ნომრით ითამაშებს, რადგან 7 ნომერი ვინისიუსს აქვს, 10 - ლუკა მოდრიჩს. აღსანიშნავია, რომ "რეალში" პირველ სეზონში კრიშტიანუ რონალდუც 9 ნომერი იყო.
შეგახსენებთ, კილიან მბაპემ „პსჟ-ში“ 2017-2024 წლებში 308 შეხვედრაში 256 გოლი გაიტანა და კლუბის ყველა დროის ბომბარდირია. მანამდე ის „მონაკოს“ შემადგენლობაში თამაშობდა.