ფეხბურთი

20:55 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური ნაკრები

ეროვნულ ლიგაში მეორე წრე შეაჯამეს და ტრადიციულად წრის საუკეთესოები გამოვლინდნენ.

საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი ბიორნ იონსენი დასახელდა, რომელმაც მხოლოდ მეორე წრეში 5 გოლი გაიტანა, ზოგადად კი, 11 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირია.

საუკეთესო მწვრთნელად გორის „დილას“ პორტუგალიელი თავკაცი რუი მოტა დასახელდა. ასევე გაირკვა მეორე წრის სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც ასეთია:

მეკარე: დავით კერესელიძე (დილა)

მცველები: აურო (ტორპედო), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), ზურაბ ჭავჭანიძე (გაგრა), ნიკა კალანდარიშვილი (სამგურალი)

ნახევარმცველები: ელიტონ ჟუნიორი (ტორპედო), გიორგი მელქაძე (კოლხეთი), აბუბაკარ კონტე (დილა)

თავდამსხმელები: ფელიპე პირესი (ტორპედო), ბიორნ იონსენი (ტორპედო), ტაირელ ვაუტერი (დილა)

0.112764