ფეხბურთი

17:12 | 3.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის წინ თავდამსხმელი გამოაკლდა

თურქეთის ნაკრების თავდამსხმელი ენეს იუნალი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. 27 წლის ფორვარდმა ვარჯიშზე ფეხის თითი მოიტეხა და შეკრება დატოვა.

ენეს იუნალს ნაკრებში 33 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ამჟამად კი, „ბორნმუთის“ ღირსებას იცავს. ის უკვე მეორე ფეხბურთელია, რომელიც თურქებს გამოაკლდათ, მანამდე ტრავმის გამო შეკრება ჩაღლარ სოიონჯუმ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩს 18 ივნისს, სწორედ თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.115593