ფეხბურთი

23:44 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილმა "ყარაბაღთან" ერთად აზერბაიჯანის თასი მოიგო

აზერბაიჯანის თასის ფინალში „ყარაბაღმა“ „ზირა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და სეზონში დუბლი შეასრულა.

გურბან გურბანოვის გუნდი ჟუნინიოს გოლით დაწინაურდა, რასაც მეტოქემ მეორე ტაიმის დასაწყისში უპასუხა, თუმცა, 62-ე წუთზე ზუბურმა „ყარაბაღს“ მოაგებინა.

ლუკა გუგეშაშვილი სათადარიგო სკამზე იყო. ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. ის ახლა ავსტრიაში ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რადგან ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული.

0.120072