სამხრეთ კორეის K ლიგის მე-16 ტურში ბექა მიქელთაძემ „გვანჯუს“ სტუმრად „სეულთან“ მოაგებინა.
მიქელთაძე მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, ხოლო 77-ე წუთზე გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა - 2:1. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში მეოთხე შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა.
„გვანჯუ“ 16 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 19 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.