ფეხბურთი

22:34 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ფოთის "კოლხეთს" ვერ მოუგო და "ტორპედო" მიუახლოვდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურის ბოლო მატჩში გორის „დილა“ და ფოთის „კოლხეთი“ დაზავდნენ.

სატურნირო ცხრილის ლიდერი ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ მნიშვნელოვანი ქულები მაინც დაკარგა. რუი მოტას გუნდი მე-12 წუთზე აბუბაქარ კონტემ დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში არჩილ დათუაშვილი გაუძევეს „კოლხეთს“ და გორელებს თითქოს საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანათ.

თუმცა, 89-ე წუთზე გიორგი ახალაძემ საჯარიმო დარტყმით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. აღსანიშნავია, რომ მან გოლი ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა, რადგან მოედანზე რამდენიმე წამის შესული იყო.

„დილამ“ 18 ტურში ერთადერთხელ წააგო და 14 ტურია არ დამარცხებულა, შედეგად, 39 ქულით ლიდერია, მაგრამ ქუთაისის „ტორპედო“ უახლოვდება, რადგან სხვაობა უკვე მხოლოდ 4 ქულაა.

ფოთის „კოლხეთს“ სეზონის პირველი ნახევარი დამაკმაყოფილებელი გამოუვიდა და 20 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ეროვნულ ლიგაში ზაფხულის პაუზა დაიწყო, სეზონი ორი თვის შემდეგ, 3 აგვისტოს, მე-19 ტურით განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121428