ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ჟოზე მოურინიოს ჯუდ ბელინგემმა თხოვნით მიმართა.
როგორც გაირკვა, ბელინგემის დედა მოურინიოს დიდი გულშემატკივარია. ჟოზემ ფოტოს სანაცვლოდ ბელინგემს „ფენერბაჰჩეში“ გადასვლა ხუმრობით მოსთხოვა:
„მოურინიოს დედაჩემთან ფოტოს გადაღება ვთხოვე, რადგან ის ძალიან უყვარს. შემდეგ კი, ჟოზემ მითხრა: ახლა ჩემთან „ფენერბაჰჩეში“ უნდა წამოხვიდე“, - თქვა ჯუდმა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა „რეალში“ მბაპეს ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი: „თუ ის ჩვენს გუნდში მოვა, არაჩვეულებრივი ამბავი იქნება. ალბათ, ერთადერთი, რაც გვაკლია, სწორედ ესაა - ბომბარდირი“.