ფეხბურთი

16:15 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხოსელუ: "ჩემთვის პირველი ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ გასახდელში ხალხია, რომლებიც აღარ ზეიმობენ"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ხოსელუმ ჩემპიონთა ლიგა კარიერაში პირველად მოიგო და „დორტმუნდთან“ მატჩის შემდეგ იხუმრა კიდეც.

„ჩემთვის ეს პირველი ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ გასახდელში არის ხალხი, რომლებიც უკვე აღარც ზეიმობენ“, - თქვა ნახევრად ხუმრობით ესპანელმა თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ ხოსელუ „რეალმა“ ერთი წლის წინ „ესპანიოლიდან“ იჯარით დაიმატა და მან დიდი წვლილი შეიტანა „სამეფო კლუბის“ ტრიუმფში, მარტო ის რად ღირს, რომ ნახევარფინალში „ბაიერნთან“ გადამწყვეტი გოლები გაიტანა.

0.115911