ფეხბურთი

2:35 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: "გამარჯვებით წასვლა მინდოდა, ამას ჩემთვის წარმოუდგენელი მნიშვნელობა ჰქონდა"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „დორტმუნდთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გამარჯვებული წასვლა სურდა.

„გადამწყვეტი ფაქტორი პირველ ტაიმში გოლის არგაშვება იყო, როდესაც კარგად ვერ ვითამაშეთ. „დორტმუნდმა“ პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა. მეორე ნახევარში უკეთ ვითამაშეთ და გოლებიც გავიტანეთ. ჩვენ საუკეთესო გუნდი ვიყავით. მინდოდა ამ გამარჯვებით წასვლა, ამას ჩემთვის წარმოუდგენელი მნიშვნელობა აქვს, მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა“, - თქვა კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა საკლუბო კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა, ხოლო კარიერას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112467