მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბობ პეისლის და ზინედინ ზიდანის მიღწევა გაიმეორა.
ანჩელოტი მესამე მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა თასი/ლიგა ერთ გუნდში სამჯერ მოიგო. აქამდე ეს მხოლოდ პეისლის „ლივერპულში“ და ზიდანს „რეალში“ ჰქონდათ გაკეთებული.
ანჩელოტიმ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა 2014, 2022 და 2024 წლებში მოაგებინა. გარდა ამისა, მან ორჯერ „მილანთანაც“ ერთად გაიმარჯვა 2003 და 2007 წლებში.
მთლიანობაში, მწვრთნელებს შორის ანჩელოტიზე მეტჯერ (5) ეს ტურნირი არავის მოუგია, შესაბამისად, თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, რადგან შემდეგ 3-3 ტიტულით ხსენებული პეისლი, ზიდანი და პეპ გვარდიოლა მოდიან.