ფეხბურთი

0:19 | 2.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ფინალს "დორტმუნდის" საქომაგოდ დაესწრო

ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალს იურგენ კლოპი ესწრება.

გერმანელი სპეციალისტი, რომელმაც „ლივერპული“ დატოვა, ცხადია, რომ თავის ყოფილ გუნდს ქომაგობს. მატჩის დაწყების წინ კადრებიც გავრცელდა, როგორ მღერის კლოპი „დორტმუნდის“ ჰიმნზე.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი „დორტმუნდში“ 2008-2015 წლებში მუშაობდა და ორჯერ მოაგებინა ბუნდესლიგა, ხოლო 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალიც ათამაშა, სწორედ „უემბლიზე“, რომელიც მისმა გუნდმა „ბაიერნთან“ დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო.

0.113599