„ნაპოლის“ ნახევარმცველი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს.
იტალიური მედიის ცნობით, კამერუნელი ფეხბურთელით „ალ-ნასრია“ დაინტერესებული. ანგისას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება, მისი გამოსასყიდი ფასი კი ამ ეტაპზე 45 მილიონი ევროა.
ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ „ნაპოლიში“ 2021 წლიდან დღემდე 116 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „მარსელში“, „ფულემსა“ და „ვილიარეალში“ აქვს ნათამაშები.