ფეხბურთი

11:04 | 1.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ედინ ტერზიჩი: "აქ იმისთვის არ ვართ, რომ ვნახოთ, როგორ ასწევს "რეალი" კიდევ ერთხელ ამ თასს"

„დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე ისაუბრა.

როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფინალში იმისთვის არ არიან, რომ „რეალის“ მხრიდან მორიგი ტიტულის მოგებას უყურონ.

„ლონდონში იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ვნახოთ, როგორ ასწევს „რეალი“ კიდევ ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასს. ფავორიტები არ ვიყავით სიკვდილის ჯგუფში, არც „ატლეტიკოსთან“ და არც პსჟ-სთან“. თუმცა, ჩვენ ყველაზე მეტჯერ შევინახეთ კარი მშრალად და ახლაც მიზანია, რომ „რეალი“ ჩვენი კარისგან, რაც შეიძლება შორს ვამყოფოთ.

რა თქმა უნდა, „რეალის“ თამაშშიც არის რაღაცები, რაც იდეალური არაა, ჩვენ კარგად მოვემზადეთ ამისთვის, როგორც გუნდი და თავდაჯერებული ვართ, ვეცდებით, რომ შანსი გამოვიყენოთ. ეს ფინალია და აქ მხოლოდ სათამაშოდ არ ვართ, არამედ გასამარჯვებლად. რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, მისი საქმიანობა ყველა ახალგაზრდა მწვრთნელისთვის მისაბაძია“, - თქვა ტერზიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდისა“ და „რეალის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103227