ფეხბურთი

23:43 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა" დევისთან მოლაპარაკებები განაახლა და მას 14 მილიონ ევრომდე ხელფასი შესთავაზა

„ბაიერნმა“ 23 წლის მარცხენა მცველ ალფონსო დევისთან მოლაპარაკება განაახლა. ამის შესახებ Sky Sport Germany-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს სოციალურ ქსელში.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების განახლების კატალიზატორი „ბაიერნის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ვენსან კომპანის სურვილი გახდა, შეენარჩუნებინა კანადელი ფეხბურთელი გუნდში.

მიუნხენური კლუბი დევისს 2029 წლამდე სთავაზობს კონტრაქტს 13-14 მილიონი ევროს ოდენობით, პლუს ბონუსები. თუმცა, მცველი ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს ითხოვს.

ხაზგასმულია, რომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი" კვლავ იჩენს, თუმცა მისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაუგზავნია.

ამ სეზონში დევისმა ყველა შეჯიბრში მონაწილეობა 42 მატჩში მიიღო რომელებშიც 3 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.118542