საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის C ლიგის პირველ ჯგუფში, კვიპროსულ ახნაში მეოთხე ტურის მატჩი გამართა და მასპინძლებს 0:2 მოუგო.
ანგარიში „ლანჩხუთის“ შუახაზელმა ირინა ხაბურძანიამ გახსნა 32-ე წუთზე, მაგრამ რამდენმე წუთში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.
მეორე ბურთი კი თურქული „ტრაბზონსფორის“ შემტევმა თეონა ბაქრაძემ გაიტანა 63-ე წუთზე.
ეს ირის ანტმანის პირველი გამარჯვება გახლდათ მიმდინარე შესარჩევ ციკლში. ახლა ჩვენებურებს სამი თამაშიდან 4 ქულა აქვთ და ცხრილში მესამე ადგილზე დგანან. 4 ქულა აქვს ლიეტუვის ნაკრებსაც, თუმცა მათ ერთი თამაშით მეტი ჩაატარეს. ლიდერი კი ჯერჯერობით უდანაკარგო, 12 ქულიანი ბელარუსია. უქულო კვიპროსი ბოლო, მეოთხე ადგილზეა.
შემდეგ შეხვედრას ქართველი გოგონები 4 ივნისს გამართავენ თბილისში, მეტოქე ისევ კვიპროსის ეროვნული გუნდი იქნება.
წინა დღეს ჩვენს ჯგუფში ლიეტუვის ნაკრებმა ბელარუსთან თამაშზე უარი თქვა, 0:3 წაგება ჩაეთვალა და უეფასგან 5 ათასი ევროთი დაჯარიმდა.