ფეხბურთი

20:46 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ „ბაიერნისგან“ ტეო ერნანდესისთვის 80 მილიონ ევროს ითხოვს

„მილანი“ მზადაა 26 წლის მარცხენა მცველ ტეო ერნანდესს 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაემშვიდობოს - წერს Corriere dello Sport.

წყაროს ცნობით, როსონერიებს სურთ ფრანგ მცველთან სიტუაციის მოგვარება მომავალ ზაფხულს, რადგან ის „მილანისგან“ ხელფასის გაზრდას 4 მილიონიდან 8 მილიონ ევრომდე ითხოვს. იტალიური კლუბი ერნანდესის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, „ბაიერნი“ აქტიურად არის დაინტერესებული მცველით, რომელიც ალფონსო დევისის შემცვლელს ეძებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ერნანდესმა ყველა ტურნირზე 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელებშიც 5 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.122163