ფეხბურთი

19:47 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი ზინჩენკოს „ბაიერნში“ პირველ სატრანსფერო მიზნად განიხილავს

„ბაიერნის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ლონდონის „არსენალის“ 27 წლის მარცხენა მცველის, ოლექსანდრ ზინჩენკოს შეძენით დაინტერესდა - წერს Mirror.

წყაროს ცნობით, ზინჩენკოს ყიდვა შესაძლოა მიუნხენურ კლუბს 35 მილიონი გირვანქა (41 მილიონი ევრო) დაუჯდეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში უკრაინელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103128