„ბორუსიას" ნახევარმცველმა მარკო როისმა განმარტა, რას ნიშნავს მისთვის დორტმუნდის კლუბი.
„დორტმუნდი“ ჩემთვის ყველაფერია. კლუბში 12 წელი რაღაცას უნდა ნიშნავდეს. აქ მხოლოდ სახელის ან ფულის გამო არ რჩებოდი. კომფორტულად უნდა იგრძნო თავი, კარგ გარემოში და დიდ თანაგუნდელებთან ერთად.
გულშემატკივრებიც დიდ როლს თამაშობენ. წასვლა ნიშნავს იმის ცოდნას, რომ ვერსად იპოვი ერთსა და იმავეს, ამიტომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ორჯერ ან სამჯერ დაფიქრდები.
დიდწილად გულშემატკივრების წყალობით, გუნდში ამდენ ხანს დავრჩი, იმიტომაც, რომ აქ ყოველთვის საჭიროდ ვგრძნობდი თავს - ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - ციტირებს როისის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
როისი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის განაცხადშიც შეიყვანეს, რომელიც 1 ივნისს გაიმართება ლეგენდარულ „უემბლიზე“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ.
შეგახსენებთ 34 წლის როისი „ბორუსიას" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ის გუნდში 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.