კალათბურთი

13:28 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ს ყოფილი კალათბურთელი, დრიუ გორდონი 33 წლის ასაკში დაიღუპა

NBA-ს ყოფილი კალათბურთელი დრიუ გორდონი 33 წლის ასაკში დაიღუპა. ამერიკელ კალათბურთელს ავტოკატასტროფა შეემთხვა, რომელიც ფატალურად დასრულდა.

ინციდენტი წუხელ პორტლენდში მოხდა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გორდონი „დენვერის“ კალათბურთელის, აარონ გორდონის ძმა გახლავთ. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

დრიუ გორდონს „პარტიზანში“, „სასარიში“, „ფილადელფიაში“, „ზენიტში“, „ლოკომოტივ კუბანში“ უთამაშია, კარიერა კი, 2023 წელს „ფუკუოკაში“ დაასრულა.

0.115401