ფეხბურთი

11:40 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "ბავშვური შეცდომის გამო წავაგეთ"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „სენტ ეტიენთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, საპასუხო შეხვედრის წინ იმედიანადაა განწყობილი.

„ცხადია, უკეთეს შედეგს ვიმედოვნებდით და ვფიქრობ, ფრისგან შორს არ ვიყავით. თუმცა, ბავშვური შეცდომა დავუშვით, რამაც მარცხი გამოიწვია. ჩვენ მაინც ცოცხლები ვართ და გვაქვს მეორე მატჩში გამარჯვების შანსი. საპასუხო შეხვედრისთვის თავდაჯერებული ვარ. დაღლილობა არის, მაგრამ სამი დღე გვაქვს მოსამზადებლად. გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ 1:1 რომ დასრულებულიყო თამაში, შინ მაინც უნდა მოგვეგო, ასევე მოსაგები გვაქვს 1:2-ზეც, დანარჩენს ვნახავთ“, - თქვა ბოლონიმ.

რუმინელი სპეციალისტი ძალიან გაბრაზდა თავისი გუნდის კაპიტნის, მატიე უდოლის განცხადებაზე, რომელმაც მატჩის შემდეგ თქვა, რომ „მეცის“ ფეხბურთელებს თამაშის სურვილი აკლდათ.

„თუ სურვილის ნაკლებობაა, ეს არაპროფესიონალიზმია და მასთან კონტრაქტი უნდა გავწყვიტოთ! სწორედ მისი და უკიჯას შეცდომით გავუშვით მეორე გოლი. რას ნიშნავს თამაშის სურვილი არ ჰქონდათ?“.

„მეცს“ ლიგა 1-ში დასარჩენად ბოლო შანსი 2 ივნისს ექნება, როდესაც „სენტ ეტიენს“ საპასუხო შეხვედრაში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113875