ფეხბურთი

23:07 | 30.05.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ვაცკე: "ის "იუვენტუსი" დღევანდელი "რეალივით იყო, მაგრამ დავამარცხეთ, ახლაც შეგვიძლია მოგება"

დორტმუნდის „ბორუსიას“ გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ განაცხადა, რომ „რეალი“ ფავორიტია, მაგრამ „დორტმუნდმა“ აუტსაიდერის სტატუსით ერთხელ უკვე მოიგო ფინალი.

ვაცკემ იგულისხმა 1997 წელს, ტურინის „იუვენტუსთან“ გამარჯვება და ამ მატჩის შესახებ თქვა:

„იმ საღამოს პირველად და უკანასკნელად მოვიგეთ ჩვენს ისტორიაში ჩემპიონთა ლიგა. „დორტმუნდის“ ტიპური თამაში იყო, რადგან ძლიერ მეტოქეებთან უფრო კარგად ვთამაშობთ, ესაა „დორტმუნდის“ დნმ. ის „იუვე“ დღევანდელი „რეალივით“ იყო, დიდებული გუნდი ჰყავდა. ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია. მაშინ ტრიბუნებზე ვიყავი, როგორც რიგითი გულშემატკივარი, რადგან კლუბში ოდნავ მოგვიანებით დავიწყე მუშაობა.

ცხადია, რომ „რეალი“ ფავორიტია, მაგრამ ახლახან ვნახეთ, რა მოხდა დუბლინში. დარწმუნებული ვარ, რომ „ლევერკუზენი“ „ატალანტასთან“ 10-დან 8 მატჩს მოიგებს, მაგრამ „ატალანტამ“ იმ საღამოს ისე ითამაშა, თითქოს მათ ცხოვრებაში ბოლო თამაში იყო. ჩვენც ასე უნდა ვითამაშოთ. პსჟ ორჯერ დავამარცხებთ თუ იგივე თამაშს ვაჩვენებთ, გავიმარჯვებთ. „რეალს“ არასდროს წაუგია ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მაგრამ ყველაფერი პირველად ხდება“, - თქვა ვაცკემ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 1-ელ ივნისს, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:58 | 15.11.2022
ბაგი-რეი (2264)

მანჩესტერის დატოვება გადაწყვეტილი ამბავია. სადღაც გადავა მაინც.

21:26 | 14.11.2022
ძიუდოო123 (1282)

ამ დონის სპორცმენი იყო და ამდონის ხე მაგრად ტეხავს. ელემენტარულია პატივი ეცი იმ კლუბს მწვრთნელს თანაგუნდელებს ვინც ფეხბურთელად გაქცია ვინც მილიონებს გიხდის. ეს უნდა გადაიყვანო სარეზერვო გუნდში და ზაფხულამდე მოედანს არ გააკარო ასეთები ამის ღირსები არიან. ამხელა კაცი ხარ უკვე მიხვდე იქნებ რომ გუნდი შენზე ვერ იქნება დამოკიდებული ვერ იქნები პირველი კაცი

17:43 | 14.11.2022
Kobe Bean (21683)

მანჩესტერმა ფულემთან თამაშის წინ თქვა კრისტინაზე,დაუდგენელი მიზეზით არის ავად რის გამოც გამოტოვებს ამ თამაშსო და მართალი უთქვამთ)))დალანძღა მთელი გუნდი და მერე გაუკვირდება სკამზე ჯდომა.ბუნებრივია ზამთარში წასვლას ეცდება მაგრამ ეგ ზაფხულზეც ცდილობდა წასვლას და არავინ წაიყვანა,ასეთი დამოკიდებულების შემდეგ კი ზამთარშიც გაუჭირდება ნორმალური კლუბის პოვნა.ისე ერთი გმირობა მაინც გააკეთა,თვითონ ილაპარაკა და დის ინსტაგრამი არ გამოუყენებია)))

15:40 | 14.11.2022
O. Mertskhali (8101)

))))

0.065862