ფეხბურთი

19:38 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია: "ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოსამზადებლად ყველანაირი პირობაა"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ ავსტრიულ შეკრებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველანაირი პირობაა შექმნილი ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოსამზადებლად.

„ვემზადებით ავსტრიაში, ძალიან კარგ პირობებში, სადაც შეგვიძლია კონცენტრაცია მოვახდინოთ ყველანაირად, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ამ ეტაპზე ნახევარი ნაკრები ვართ შეკრებილი, იქიდან გამომდინარე, რომ საკლუბო სეზონი ჯერ ყველას არ დაუსრულებია.

ის სიტუაცია, რაც არის ნაკრებში, ყველანაირად საშუალებას გვაძლევს, რომ მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. ის ემოციები, რაც ამას ახლავს, ბედნიერების მომტანია, რადგან ისეთი რაღაცისთვის ვემზადებით, რაც ყველა ჩვენგანისთვის პირველია. ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება და მაქსიმალურად შევძლებ კარგად თამაშს და ნაკრების დახმარებას“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები ჯერ არასრული შემადგენლობით ემზადება, ხოლო სრული შემადგენლობით 2 ივნისის შემდეგ შეიკრიბება.

0.119952