ფეხბურთი

21:50 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "კვარაცხელიას ტრანსფერში 100 მილიონი თუ სიმართლეა, დაუფიქრებლად უნდა დათანხმდნენ"

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია 100 მილიონ ევროდ აუცილებლად უნდა გაყიდოს.

„თუ 100 მილიონის შეთავაზება სიმართლეა, დასაფიქრებელიც არაფერია, მაშინვე უნდა დათანხდნენ. არ არსებობენ შეუცვლელი ფეხბურთელები. როდესაც ფაბიან რუისი, ინსინიე, ოსპინა, მერტენსი და კულიბალი გაყიდეს, ყვირილი დავიწყეთ და რა მოხდა? სკუდეტო მოვიგეთ“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პსჟ-ში სავარაუდო ტრანსფერის პარალელურად ცნობილია, რომ იტალიური გუნდი ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებაზეც საუბრობს, თუმცა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გუნდში დღემდე 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.

0.109992