ფეხბურთი

19:05 | 30.05.2024 | ნანახია 1757 - ჯერ

მიკელე პადოვანო: "კონტეს კვარაცხელია ძალიან მოეწონება"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიკელე პადოვანომ განაცხადა, რომ ანტონიო კონტეს ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მოეწონება.

პადოვანო კონტეს ძალიან კარგად იცნობს, რადგან მეგობრები არიან, ისინი თანაგუნდელებიც იყვნენ.

„კვარა საოცარი ფეხბურთელია და ცხადია, რომ კონტეს ძალიან მოეწონება. ანტონიო მას მოედანზე ისეთ პირობებში ჩააყენებს, რომ შეუტიოს მეტოქეს ერთი-ერთზე და კარის წინ ხშირად აღმოჩნდეს“, - თქვა პადოვანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პსჟ-ში სავარაუდო ტრანსფერის პარალელურად ცნობილია, რომ იტალიური გუნდი ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებაზეც საუბრობს, თუმცა შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიურ გუნდში დღემდე 88 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:08 | 07.09.2013
dadi (82)

წარმატებები :* დილაში?)))))

16:15 | 19.06.2013
soso1986 (490)

ეხლა სად მუშაობს რო???

15:59 | 19.06.2013
Lucas B. (1294)

დილაში უნდა დაბრუნებულიყო

14:48 | 19.06.2013
araza-1918 (6330)

ჩამოვიდეს და ჩამოიყვანოს ბიჭები ჩიხურაში თორემ ეგრევე გავარდებით ევროპიდან

0.061487
1757