დანიის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანმა არჩევანი პირდაპირ 26 ფეხბურთელზე გააკეთა და სხვა მწვრთნელებისგან განსხვავებით გაფართოებული შემადგენლობა არ დაუსახელებია.
დანია ევრო 2024-ზე შემდეგი ფეხბურთელებით ითამაშებს:
მეკარეები: კასპერ შმეიხელი (ანდერლეხტი), ფრედერიკ რონოუ (უნიონი), მადს ჰერმანსენი (ლესტერი)
მცველები: სიმონ კიაერი (მილანი), იოაკიმ მელე (ვოლფსბურგი), იანიკ ვესტერგორი (ლესტერი), ოახიმ ანდერსენი (კრისტალ პალასი), ვიქტორ ნილსონი (გალათასარაი), ვიქტორ კრისტიანსენი (ბოლონია), ალექსანდერ ბა (ბენფიკა), ანდრეას კრისტენსენი (ბარსელონა), რასმუს კრისტენსენი (რომა)
ნახევარმცველები: კრისტიან ერიკსენი (მანჩესტერი), თომას დელანი (ანდერლეხტი), პიერ-ემილ ჰოიბერგი (ტოტენჰემი), მატიას იენსენი (ბრენტფორდი), მორტენ დამსგორი (ბრენტფორდი), მორტენ ჰიულმანი (სპორტინგი), იაკობ ბრუნ ლარსენი (ბარნლი), ანდრეას სკოვ ოლსენი (ბრიუგე), კრისტიან ნორგორი (ბრენტფორდი)
თავდამსხმელები: იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი), კასპერ დოლბერგი (ანდერლეხტი), იონას ვინდი (ვოლფსბურგი), რასმუს ჰოილუნი (მანჩესტერი), ანდერს დრეიერი (ანდერლეხტი)
შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სლოვენიის, სერბეთის და ინგლისის ნაკრებებს დაუპირისპირდება.