თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჩაღლარ სოიონჯუ ვერ დაეხმარება. ინფორმაცია ადგილობრივი ფეხბურთს ფედერაციამ დაადასტურა.
28 წლის ფეხბურთელმა ტრავმა „ფენერბაჰჩესა“ და „ისტანბულსპორის“ მატჩში მიიღო, მას ბარძაყის დაზიანება აღენიშნება და ევრო 2024-მდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
სოიონჯუ თურქეთის ნაკრებისთვის დიდი ძალაა, რადგან გამოცდილ მცველს ნაკრებში 55 მატჩი აქვს ჩატარებული (2 გოლი).
ის „ფენერბაჰჩემდე“ „ფრაიბურგის“, „ლესტერ სიტის“ და „ატლეტიკოს“ რიგებში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 18 ივნისს, დორტმუნდში შეხვდება.