ფეხბურთი

14:03 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეტკლიფის წესები

„მანჩესტერ იუნაიტედის" თანამფლობელმა სერ ჯიმ რეტკლიფმა კლუბს ხუთი სატრანსფერო წესი დაუდგინა - წერს The Sun.

მათი არსი ასეთია:

  1. მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვარი ახალი ხელმოწერებისთვის არის 25 წელი.
  2. ნუ მოაწერთ ხელს სუპერვარსკვლავებთან.
  3. თამაშის სტილს ტექნიკური დირექტორი ჯეისონ უილკოქსი დაადგენს.
  4. მწვრთნელს შეეკითხებიან რა პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება და არა კონკრეტულ ფეხბურთელის შესახებ.
  5. ხელმძღვანელობა მწვრთნელს შესთავაზებს სამ მოთამაშეს თითოეულ პოზიციაზე.

2023/2024 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგაში მერვე ადგილი დაიკავა და 38 მატჩში 60 ქულა მოაგროვა. ამავდროულად, „წითელი ეშმაკები“ ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებულები გახდნენ. ფინალში მათ „მანჩესტერ სიტი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

0.127345