ძიუდო

13:11 | 30.05.2024 | ნანახია 1653 - ჯერ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ოლიმპიადისთვის ცნობილია

პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დასახელდა.

ლაშა გუჯეჯიანმა ოლიმპიადისთვის შემდეგი შემადგენლობა შეარჩია:

60 კგ - გიორგი სარდალაშვილი

66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ - ტატო გრიგალაშვილი

90 კგ - ლაშა ბექაური

100 კგ - ილია სულამანიძე

+100 კგ - გურამ თუშიშვილი

57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი

63 კგ - ეთერ ასკილაშვილი

78 კგ - სოფიო სომხიშვილი

ოლიმპიური თამაშებზე ძიუდოში ტურნირი 27 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად საქართველო ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ბექაური ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:31 | 10.06.2024
KoRBeN DaLLaS (24824)

ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო - სამ მედალზე თანახმა ვარ ))
თუ ორი ოქრო იქნა ხო საერთოდ...
გუნდურში დიდი იმედი არ მაქვს. ქალები სუსტები გვყავს მაინც.

15:14 | 03.06.2024
ძიუდოო123 (1282)

მუშნი საქართველო იაპონიაში გეშლება მგონი 3 ოქრო არა ეხლა კვახი. ან 7 წონიდან 6 ში მედალს რის ხარჯზე ვიღებთ ეგეც გაგვანდე

04:00 | 03.06.2024
mushni (93556)

ერთი ვერცხლი

04:00 | 03.06.2024
mushni (93556)

3ოქრო იქნება 2ბრინჯაო

0.139584