ამერიკული MLS-ში საბა ლობჟანიძეს „ინტერ მაიამისთან“ ფანტასტიკური თამაში ჰქონდა. „ატლანტა იუნაიტედის“ ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა.
მან ანგარიში 44-ე წუთზე ულამაზესი გოლით გახსნა, ხოლო 58-ე წუთზე შორი მანძილიდან კიდევ ერთხელ დაარტყა ზუსტად და დუბლი გაიფორმა. სამ წუთში ლიონელ მესიმ შეამცირა სხვაობა, მაგრამ „ატლანტამ“ საბოლოოდ 3:1 მოიგო. საბა მოედანზე 74-ე წუთამდე იყო.
29 წლის შემტევს MLS-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი, საგოლე პასი მიითვალა.
„ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 ივნისს, „შარლოტს“ უმასპინძლებს.