ფეხბურთი

10:26 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ოლიმპიაკოსის“ მწვრთნელი: „გამარჯვებას გულშემატკივრებს ვუძღვნი“

„ოლიმპიაკოსის“ მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა კონფერენს ლიგის ფინალში გამარჯვებაზე ისაუბრა. გადამწყვეტ მატჩში „ოლიმპიაკოსმა“ „ფიორენტინას“ დამატებით დროში ანგარიშით 1:0 მოუგო.

„ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. უდიდეს სიხარულს ვგრძნობ, „ოლიმპიაკოსის“ გულშემატკივრები ასე რომ გავახარე. ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნი. მიხარია, მივაღწიეთ იმას, რისთვისაც ბერძნულ კლუბს აქამდე არასდროს მიუღწევია.

ახლა გამარჯვების სათანადოდ აღნიშვნას ვაპირებთ. შემდეგ წინ ახალი სეზონია“, - ციტირებს მენდილიბარის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ „ოლიმპიაკოსი“ პირველი ბერძნული კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114649