იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრაში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ვენეციასთან“ დამარცხდა.
ლუკა ბანკის გუნდმა საწყისი ორი მატჩი საკუთარ მოედანზე მოიგო, მაგრამ ამჯერად გასვლაზე დაძაბულ ბრძოლაში 73:78 წააგო და ფინალის საგზურისთვის ბრძოლა გრძელდება.
თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
სერიაში „ბოლონია“ 2:1-ს იგებს და მეოთხე შეხვედრა ისევ ვენეციაში გაიმართება.