ლატვიის ჩემპიონატის მე-16 ტურში „ლიეპაიამ“ საკუთარ მოედანზე „გრობინა“ 3:0 დაამარცხა, ლუკა სილაგაძემ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც გუნდს კაპიტნობდა, თავის გამოჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა, როცა შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა.
25 წლის შემტევმა მე-16 შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა.
„ლიეპაიას“ ძირითად შემადგენლობაში სილაგაძის გარდა, გიორგი კუცია და ანდრია ხორხელი იყვნენ. „ლიეპაია“ 16 ტურის შემდეგ 13 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა.