„ნაპოლის“ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს.
30 წლის მცველის აგენტმა დაადასტურა, რომ ჯოვანის კლუბის დატოვება სურს. წერენ, რომ ანტონიო კონტე მის შენარჩუნებას ითხოვს, მაგრამ დი ლორენცოს აგენტმა თქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ამაზე მანამდე უნდა ეფიქრა.
ამრიგად, იტალიელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით, ზაფხულში კლუბს შეიცვლის. „იუვენტუსი“ დაინტერესებულია, სადაც კრისტიანო ჯუნტოლი მუშაობას, რომელიც დი ლორენცოს კარგად იცნობს.
იტალიელი მცველის ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა, რაც ამჟამად ტურინელებისთვის საკმაოდ მაღალი თანხაა. ამიტომაც, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა გარიგებაში ფეხბურთელის ჩართვას ცდილობს ფასის შესამცირებლად. საუბარია მატია პერინის, მოიზე კინის ან დანიელე რუგანის შესახებ, რომლებიც შეიძლება „ნაპოლის“ შესთავაზონ.
ჯოვანი დი ლორენცოს ასევე უკავშირებენ „რომას“, „ინტერსა“ და „ატლეტიკოს“. მას „ნაპოლიში“ 2019 წლიდან დღემდე 232 შეხვედრაში 15 გოლი აქვს გატანილი.