ფეხბურთი

18:04 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების ნაკრების 26-კაციანი განაცხადი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

კუმანმა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გუნდში 30 ფეხბურთელს უხმო, მაგრამ ამჯერად უეფას დებულების თანახმად განაცხადი შეამცირა, რომელშიც ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ვინმე ტრავმას მიიღებს.

კუმანის რჩეულთა შორის თავდაპირველი სიიდან ვერ მოხვდნენ მეკარე ნიკ ოლი (სპარტა), მცველი იან მაატსენი (დორტმუნდი) და ნახევარმცველები, მარტენ დო რონი (ატალანტა) და ქუინტენ ტიმბერი (ფეიენოორდი). აღსანიშნავია, რომ დე რონის შემთხვევაში მიზეზი ტრავმაა.

ნიდერლანდების ნაკრების საბოლოო განაცხადი ევრო 2024-ზე ასეთია:

მეკარეები: ჯასტინ ბილოუ (ფეიენოორდი), მარკ ფლეკენი (ბრენტფორდი), ბერტ ვერბრუგენი (ბრაიტონი)

მცველები: ნათან აკე (მანჩესტერ სიტი), დელეი ბლინდი (ჟირონა), მატეის დე ლიხტი (ბაიერნი), სტეფან დე ვრაი (ინტერი), დენზელ დუმფრისი (ინტერი), ჟერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), ლუშარელ გერტრუიდა (ფეიენოორდი), მიკი ვან დე ვენი (ტოტენჰემი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული)

ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი (ბარსელონა), რაიან გრავენბერხი (ლივერპული), ტეუნ კუპმაინერსი (ატალანტა), ტიჯანი რეინდერსი (მილანი), ჯერდი შუტენი (პსვ), ჯო ვეერმანი (პსვ), ჟორჟინიო ვეინალდუმი (ალ-ეტიფაქი)

თავდამსხმელები: სტივენ ბერგვაინი (აიაქსი), ბრაიან ბრობი (აიაქსი), მემფის დეპაი (ატლეტიკო), კოდი გაკპო (ლივერპული), დონიელ მალენი (დორტმუნდი), ხავი სიმონსი (ლაიფციგი), ვოუთ ვერგორსტი (ჰოფენჰაიმი)

ნიდერლანდების ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის, საფრანგეთის და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114094