ფეხბურთი

15:53 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "გუნდში ბაჯოს დამატებაზე უარი ვთქვი, რაც დიდი შეცდომა იყო"
"ტაქტიკა პირველად მაშინ შევცვალე, როცა "იუვენტუსში" ვიყავი, რადგან იქ ზიდანი მყავდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კარიერაში ერთ-ერთი მთავარი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც „პარმაში“ მუშაობდა და რობერტო ბაჯოს ტრანსფერზე უარი პირადად თქვა.

როგორც მან თქვა, ტაქტიკური სქემის ცვლილება მხოლოდ „იუვენტუსიდან“ დაიწყო, სადაც ზინედინ ზიდანი ჰყავდა, მანამდე კი, მხოლოდ ერთ სქემას იყენებდა.

„როდესაც მწვრთნელობა დავიწყე, ასეთი არ ვიყავი. მხოლოდ ერთი სისტემა, რომელიც საკისგან ვისწავლე, ეს იყო 4-4-2. ამიტომაც, „პარმაში“ რობერტო ბაჯოს დამატებაზე უარი ვთქვი, რადგან მას 10 ნომრის პოზიციაზე თამაში სურდა. მე კი ვთქვი: „არა, 10 ნომრით არ ვთამაშობ“. იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მე მასზე უარი ვთქვი, რადგან ორი თავდამსხმელით თამაში მსურდა. ეს შეცდომა იყო. სისტემის შეცვლა „იუვენტუსში“ ვცადე, სადაც ზიდანი მყავდა - 10 ნომერი. სად უნდა დამეყენებინა? მარჯვნივ თუ მარცხნივ, შეუძლებელი იყო. იქიდან მოყოლებული სათამაშო სისტემას ყოველთვის ფეხბურთელების თვისებებიდან გამომდინარე ვიყენებ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის და რობერტო ბაჯოს იტალიის ნაკრებში ერთადაც აქვთ ნათამაშები, ხოლო 1994 წლის მუნდიალზე, როდესაც ბაჯო „სკუადრა აძურას“ ლიდერი იყო, კარლო არიგო საკის ასისტენტად მუშაობდა.

0.12421