ფეხბურთი

11:43 | 29.05.2024 | ნანახია 859 - ჯერ

სპალეტი: "ნაპოლიში" ახლაც ძლიერი ფეხბურთელები არიან"
სპალეტიმ იტალიის ნაკრებში ინტერის ფეხბურთელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლიზე“, ასევე იტალიის ნაკრებზე ისაუბრა.

„სკუდეტოს „ნაპოლი“? ბევრი რამ ჰქონდა და ახლაც ჰყავთ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები. გარდა ამისა, ფეხბურთზე შეყვარებული ქალაქი გვყავდა, ასევე საფეხბურთო ლეგენდებიც ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ შეუძლიათ მოგცენ ემოცია და მუხტი, მაგალითად, ახლა ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ლეგენდებიც მიმყავს. ნეაპოლში ასეთი ერთი გვყავდა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ერთად არც იყო, მაგრამ მასთან ერთად ყოველდღე ვცხოვრობდით: ეს დიეგო მარადონაა.

იტალიის ნაკრები ჩემი კარიერის ყველაზე რთული გამოწვევაა? რა თქმა უნდა. ჩვენთვის ფუნდამენტურია, რომ „ინტერის“ რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს ნაკრებში, რადგან როცა ერთი გუნდიდან ნაკრებში ბევრი ფეხბურთელია, ეს დანარჩენებსაც უადვილებს საქმეს. აღარ არის ისე, როგორც ადრე იყო, როცა ნაკრებში მხოლოდ „იუვენტუსის“, „ინტერის“, „მილანის“ და მაქსიმუმ „რომას“ ფეხბურთელები იყვნენ, ახლა სხვა გუნდებიდანაც გვყავს ფეხბურთელები, „ბოლონიადან“, „ჯენოადან“, ამიტომ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ერთი გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი იყოს ეროვნულ ნაკრებში და კიდევ კარგი, რომ „ინტერში“ მაინც სჯერათ იტალიელი ფეხბურთელების შესაძლებლობების“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიის ნაკრები ალბანეთის, ესპანეთის და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:07 | 23.09.2015
NAPOL1 (1839)

უხდება მილანს

16:01 | 23.09.2015
maestro10 (13745)

Chaobeli chveni zma batumski

14:53 | 23.09.2015
hamilton (1371)

ბალოტელი ყოფილა არაფრის მაქსინი რას არ გაიგებ კაცი მოკლედ მაგრა უყვარს ამ კაცს მილანი ეგრევე ავიწყდება ცუდი ჩვევები და სახეს აძრობს ყველას )) იმედია კიდევ ერთხელ მოახერხებს გუნდის ლიგაზე გაყვანას ბალო )) წინა მილანური ვოიაჟისას მან ეს ფაქტიურად მარტომ შეძლო და ახლაც მაქვს მისი იმედი.. რომა იუვე მილანი დაიდოს სამეული ))

15:10 | 23.09.2015
ჯესი (26029)

და რისი მაქნისია ეს შიზოფრენიკი ?

1 სეზონი ერთ გუნდში გდია მეორე სეზონსი სხვაგანაა, კვარტალში ერთხელ აუდგება და რაღაცას იზამს დიდი ამბავიიი

16:26 | 23.09.2015
hamilton (1371)

ნიერის შუაზე გადახსნის მაქნისია ) და რავი კიდე ბევრი რამის.. და არც თU იშვიათად უდგება :დ როჯერსი Dღლე იყოს ეხლა ბალოს ნუ შეტენით მაგ ამბავს ))

16:27 | 23.09.2015
hamilton (1371)

ნოიერის :დ

14:00 | 23.09.2015
arturi-baierni (24493)

მართლა შეცვლილია და თუ ასე გააგრძელა თქვენც დაგაჯერებთ

13:21 | 23.09.2015
BATIGOLI 9. (4375)

ბალოს იმედი მამამისსაც არა აქვს ალბათ.
მილანის სამეული წელს ძალიან გამახარებს,მაგრამ არ მაქვს იმედი.
პირველი წრის მერე ლიდერი იუვე იქნება,თუ მანამდე არა!

13:00 | 23.09.2015
დურანტულა35 (6807)

სლე იყო მუდამ და არაფრისმაქნისი და ასე დარჩება მუდამ
ტიპი პოპულარობისთვის რას აღარ აკეთებს

12:22 | 23.09.2015
dato_milan (817)

რა ცუდია შევჩენკოს ყურებას რო ხარ ადმაიანი მიჩვეული და ამ მძორს უყურებ

12:06 | 23.09.2015
ჯესი (26029)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

11:41 | 23.09.2015
BEERTRANCE (97819)

ეშველა ვითომ?

10:30 | 23.09.2015
arturi-baierni (24493)

ბალო აშკარად შეცვლილია მის თამაშს ეს ეტყობა ბევრად მონდომებული მეჩვენება

09:46 | 23.09.2015
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ბალო შე ძველო

0.067414
859