ფეხბურთი

12:54 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიანო: "შეცდომები არ უნდა დავუშვათ და ამჯერად ფინალი უნდა მოვიგოთ"

ფლორენციის „ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ კონფერენს ლიგის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, შარშან წაგებული ფინალის გამო ამჯერად რევანში შანსი აქვთ.

„ძლიერები ვართ, მაგრამ „ოლიმპიაკოსიც“ ძლიერია. ცოტა მეტი გამოცდილება გვაქვს, რაც უნდა გამოვიყენოთ. ისევ ფინალში ყოფნა ჩვენთვის რევანშია და ჩვენის სიძლიერეზე მიუთითებს, რომ ფინალში კვლავ გავედით. ახლა არ უნდა დავუშვათ შეცდომები და ამჯერად უნდა მოვიგოთ. გვინდა, შარშანდელისგან განსხვავებულად დასრულდეს ფინალი, თუმცა ვიცით, რომ მძიმე თამაში იქნება“, - თქვა იტალიანომ.

შეგახსენებთ, რომ „ოლიმპიაკოსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112432