პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა კონფერენს ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ესპანელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იქნება სიმშვიდის შენარჩუნება.
„ფანებივით ისტერიკულები არ უნდა ვიყოთ, ვეცდებით ბალანსის და სიმშვიდის შენარჩუნებას. ძალიან განსხვავებული მატჩი იქნება, ვიდრე შარშან „რომას“ და „სევილიას“ ფინალი იყო. „ფიორენტინა“ მაღალი დაცვით თამაშობს, ამიტომ გახსნილ თამაშს ველოდებით. შარშან ფინალისთვის თამაში განსხვავებულად მოვამზადე, რადგან „რომა“ ბევრად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა.
იოვეტიჩი? ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. ის კარგადაა, „პანათინაიკოსთან“ გოლიც გაიტანა“, - თქვა მენდილიბარმა.
შეგახსენებთ, რომ „ოლიმპიაკოსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.