ფეხბურთი

19:59 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეთის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ჩემპიონატისთვის რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაც ცნობილია, თუმცა ჯერ მხოლოდ გაფართოებული.

განაცხადში 28 ფეხბურთელია, საიდანაც მთავარი მწვრთნელი ედუარდ ორდანესკუ 26-ს აარჩევს. უეფაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 7 ივნისია, მანამდე კი, რუმინელთა შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ფლორინ ნიცა (გაზიანთეპი), ჰორაციუ მოლდოვანი (ატლეტიკო), შტეფან ტარნოვანუ (სტიაუა), რაზვან სავა (კლუჟი)

მცველები: ანდრეი რაციუ (რაიო ვალეკანო), ვასილე მოგოში (კლუჟი), რადუ დრაგუშინი (ტოტენჰემი), ბოგდან რაცოვიცანი (რაკუვი), ადრიან რუში (პაფოსი), იონუც ნედელჩარუ (პალერმო), ანდრე ბურკა (ალ-ოხდუდი), ნიცუშორ ბანკუ (კრაიოვა)

ნახევარმცველები: დეიან სორესკუ (გაზიანთეპი), მარიუს მარინი (პიზა), ალექსანდრუ ჩიკალდაუ (ქონიასპორი), რაზვან მარინი (ემპოლი), ნიკოლა სტანჩუ (დამაკი), ადრიან შუტი (სტიაუა), დარიუს ოლარუ (სტიაუა), კონსტანტინ გრამენი (ფარული), დენის მანი (პარმა), ვალენტინ მიჰაილა (პარმა), იანის ჰაჯი (ალავესი), ფლორიან კომანი (სტიაუა)

თავდამსხმელები: დენის დრაგუში (გაზიანთეპი), გეორგ პუშკაში (ბარი), დენის ალიბეკი (ალ-მუაიდარი), დანიელ ბურლიგეა (კლუჟი)

შეგახსენებთ, რომ რუმინეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე უკრაინის, ბელგიის და სლოვაკეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.115586